მთავარი » Correct.Ucoz.Com » გთხოვთ დარეგისტრირდეთ რათა მეტი უფლება გქონდეთ საიტზე

გადავიყვანოთ საიტი DLE ძრავაზე?

სულ უპასუხა: 83


 შენი საიტის ლინკი აქ 1 თვე 1 ლარი
 შენი საიტის ლინკი აქ 1 თვე 1 ლარი
 შენი საიტის ლინკი აქ 1 თვე 1 ლარი
 შენი საიტის ლინკი აქ 1 თვე 1 ლარი
 შენი საიტის ლინკი აქ 1 თვე 1 ლარი



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 11:28 AM
თქვენი IP: 18.222.184.0
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:



მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » გურულური გამონათქვამები
0:11 AM
გურულური გამონათქვამები
გოუნკლოველი – მიუხვედრელი
განკლოვილი- მიხვედრილი
ძიეზი- კლეტკა, ფიფქი – ბუნდღა და ლაი-ლაი ბარათი ტლიკი-ტლიკი (სატელეფონო ტერმინები)
სტორი – მართალი
ა კიდო! – ისევ
გულობიზა – თვის ბოლოსართი(მაგ.ბაღნის გულობიზა – ბავშვისთვის)
ყინტორა – კისერმოშიშვლებული
მოტიალებული – მოცარიელებული, მოსუფთავებული, ვაკე
გატიალებული – მაგარი მთვრალი
წეიკუზეთ! გახაზირდით! არიქა! – მოემზადეთ! ყურადღება ! წინ!
ლოპორწიე – ლოკოკინა
გესამანიე – ჭკვიანი
ორპოჭიკე- (მარტასავით) გამხდარი
ხინტრი – ხრტილი
დანდურება – დამდურება
დაყაბულდი? -დაკმაყოფილდი?
ყაბულს ხარ? – გყოფნის?
აბარძღვა – წაქცევა
მოდღურული – მოტხუპნული
ბურძგატებიანი – ეკლიანი
გადახაპიწებული – მომკვდარუნებული
კვატა- იხვი
ლაფერა- დიდი ხის კოვზი
იალონი – განთიადი, აისი
მწატხე – მლაშე
ზლოკვი – პატარა გველი
კაძახი – გლეხი კაცი
ბობორიკე – ობობა
გულუღმა – ღრმა თეფში
ბარეღმა – ბარემ
ბურკა – კურკა
ბჟოლა – თუთა
ბია – კომში
ბუჯგური – ძებნა
გადელება – გაგიჟება
ბენტერა – დაბნეული
გასკვანჩვა – დაჭერა
დაბღოტილი – დაკაწრული
დაკოტავება – გადაკეცვა
იი – ის
აი –ეს
იქინე – იქ
აქანე – აქ
მაი – ეგ
ცა – გოგო
დაბლეცილი – დაუნი
აშვატიება – ხელში აყვანა
აია იიი თუ იიია აი? – რომელი რომელია?
ფთხუი – უკარება
ამოჩაგვიება – რაიმეს იღლიაში ამოდება
ქვიჯა – სანაყი, ფილთაქვა
ჟვანთქი – წყლიანი ღვინო
გაბურსალებული – გაბრუებული
შომაული – შუაკაცი
გაუშომაულა – გაურიგა
ტინტილა – ხვლიკი
დობირა – მდინარის პირი
ჟვერო – სველი ბალახი
მოიზუკუტურე- ზურგზე მოიკიდე
ბჟუტური- უაზრო ლაპარაკი
ფუფაიკა – თბილი მაისური
რა ზორი აქვს? – რა უჭირს?
მაკვარანცხი – მოხერხებული
ხიბაკობს – იბარგება, ემზადება
გვანი – ნაგავი
ხიბაკი – ბარგი
ჯახირობს-წვალობს
გაკუჭდა – გაბრაზდა
ნაგულა, ნაკოტა – დაფშვნილი სიმინდის ტარო
გოჟოიანი- მუცელგაბერილი
ნაქურჩელა – სიმინდის ფუჩეჩი
დღვაბერა – დონდლო
გაბდღალული – გაბადრული
შენ გნახე მოტაფული(წყევლა)
მოჭვა – კრუხი
მეიკუთა – მოიკრუხა
გუშხამ – უსასრულო წარსული
ელანძე – უსასრულოდ გაწელილი მომავალი
რაცხა – რაღაც
ჩემზა – ჩემთვის
ვიჯეი – ვიჯექი
უჯიკე – უბიძგე
ყაზირალი – მოზრდილი ბავშვი
ბაღანა – ბავშვი
კურცხალი – ცრემლი
კურცხალს აღვარღვალებდა – ცრემლი ჩამოსდიოდა
თხლე – ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილი ჭაჭა
ღჯა, სარი – ჭიგო
ყვაჭიჭა – ბაყაყი
მოხჩა – მოტყდა
სიკორწიალა -საქანელა
გაშპა – გასძვრა
ძნეყვა -დავარდა
მოგესიანთა – მოგინდა
ყოლისფერი – ყველაფერი
დასპარტული – გადატყავებული
ცხვირ-პირი დეისკიპარტა – ცხვირ-პირი დაიმტვრია
დეეთხუე – თავი დაანებე ,შეეშვი
საკარია – საქათმე
უზნეური – უხასიათო
ბღორინობს – ხმამაღლა ტირის
პწკალა – კიბე
კატეგორია: ანეკდოტები | ნანახია: 778 | ავტორი: Guliver | რეიტინგი: 5.0/1
  • სიახლის პოსტერები:

სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მოგესალმებათ საიტის ადმინისტრაცია.მადლობას გიხდით საიტზე შემობრძანებისათვის იმედია მოგეწონათ ჩვენი საიტის ახალი დიზაინი თხოვთ დარეგისტირდეთ და დაამატოთ სიახლეები. საიტი სადაც ყველაფერია