მთავარი » Correct.Ucoz.Com » გთხოვთ დარეგისტრირდეთ რათა მეტი უფლება გქონდეთ საიტზე

გადავიყვანოთ საიტი DLE ძრავაზე?

სულ უპასუხა: 83


 შენი საიტის ლინკი აქ 1 თვე 1 ლარი
 შენი საიტის ლინკი აქ 1 თვე 1 ლარი
 შენი საიტის ლინკი აქ 1 თვე 1 ლარი
 შენი საიტის ლინკი აქ 1 თვე 1 ლარი
 შენი საიტის ლინკი აქ 1 თვე 1 ლარი



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 12:55 PM
თქვენი IP: 3.133.157.12
თარიღი: 2024-05-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:



მთავარი » 2011 » დეკემბერი » 3 » ცუდია და აუტანელი :(
12:22 PM
ცუდია და აუტანელი :(
ცუდია და აუტანელი ჭკვიანი ადამიანი ადამიანებისთვის. ადამიანი რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა და არასდროს იღებს საკუთარი სურვილით სიურპრიზებს. ცუდია როცა საკუთარი თავის ფასი გაქვს განსაძღვრული, უფრო ცუდია როცა იცი რას იმსახურებ , მაგრამ თვლი რომ დათმობაზე და მიუღებელ ნაბიჯებზე აღარ უნდა წახვიდე ამის გამო –იმიტომ, რომ იცი. იცი რომ ძვირი ღირხარ ყველა ასპექტში.
ცუდია როცა დამიანი მოგწონს და მის გარდაქმნაზე იწყებ ენერგიის ხარჯვას.
ცუდია როცა მწეველი იყავი და ვინმეს გამო ანებებ სიგარეტს თავს.
ცუდია როცა მეგობარი გყავს ცუდად და ვერაფრით ეხმარები.
ცუდია როცა სამყარო ყელში გიჭერს და შენ ცდილობ ლამაზად გამოიყურებოდე მარტო იმისთვის , რომ მკვდარიც ლამაზი სანახავი იყო.
ცუდია როცა ყოველი გაღიმება ცხვირპირის მიღმა მრისხანებად გარდაიქმნება და ასაფეთქებელ ნაღმს ემსგავსები.
ცუდია როცა გიკიდებენ.
ცუდია როცა ვერ აგებინებ და ტუჩებს მთელი ძალით აწებებ ერთმანეთზე–მარტო იმიტომ, რომ თუ ამოანთხევ იმას რასაც ფიქრობ მერე გიჟად ჩაგთვლიან.
ცუდია როცა გავალდებულებენ იმიტომ, რომ უყვარხარ.
ცუდია როცა იმას არ გეკითხებიან რაზეც გულით გინდა პასუხის გაცემა.
ცუდია როცა უზრდელებთან გაქვს საქმე.
ცუდია როცა უნდა მოითხოვო ის რასაც წესით ბუნებრივად უნდა იღებდე და თან,როცა ვერ ხვდებიან რატო ითხოვ.
ცუდია როცა იცი რომ იცი.
ცუდია როცა სხვებს ჯობიხარ და არ აღიარებ.
ცუდია როცა შენ გერგება სპექტაკლში სახელად “ჩემი ცხოვრება” ზრდილობიანი და კეთილი ადამიანის როლი.
ცუდია როცა ამ სპექტაკლის რეჟისორობას სხვები იჩემებენ.
ცუდია რესურსი სახელად ფული რომ არასდროს არ არის საკმარისი.
ცუდია როცა შეკითხვაზე ზოგადად გპასუხობენ.
უფრო ცუდია როცა არ ან ვერ გპასუხობენ.
საშინელებაა ასეთი რომ ხარ როგორიც ხარ!
კატასტროფაა რომ დაბადებისას არჩევანი არავის უკითხავს და სხვისი წესებით გაიძულებენ იცხოვრო!
აღსასრულია როცა მთელი ძალით ყვირილი გინდა და … ხმა ჩაგიწყდება.
კარგია… რომ ჯერ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი არ ხარ.
ეს ამონთხეული გესლი დიდი სიყვარულით ეძღვნება ხათუნას და ყველა იმ ადამიანს რომელმაც იცის რა უნდა
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 709 | ავტორი: salome | ტეგები: Love | რეიტინგი: 5.0/1
  • სიახლის პოსტერები:

სულ კომენტარები: 1
[გადასვლა სიახლეზე] 1. | ავტორი: Guliver | 2011-12-03
კარგია მომეწონა ყოჩაღ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მოგესალმებათ საიტის ადმინისტრაცია.მადლობას გიხდით საიტზე შემობრძანებისათვის იმედია მოგეწონათ ჩვენი საიტის ახალი დიზაინი თხოვთ დარეგისტირდეთ და დაამატოთ სიახლეები. საიტი სადაც ყველაფერია